Thursday, July 7, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

მპროექტის სახელწოდება
დანაგვიანებული გარემო
პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით

მსოფლიოს წინაშე დგას ეკოლოგიური პრობლემა ,რომელიც გამოწვეულია გარემოს დაბინძურებით. მისი გამომწვევი ფაქტორებია; ადამიანის მიერ გაჩეხილი ტყეები, მდინარეებში და ზღვებში მომწამლავი ნივთიერებების გაშვება. ადამიანების მიერ დაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადების გავრცელებას.

პროექტის აქტუალობა
პროექტი აქტუალურია  მოსწავლეებისთვის  რადგან ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს  ბუნების და გარემოს დაცვა . ბავშვებს გამოუმუშავდებათ შრომის უნარ-ჩვევები.
მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოუმუშავდეთ მზრუნველი  დამოკიდებულება გარემოსადმი. მოსწავლეებს ავუხსენი რომ ჩვენ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი  პლანეტის გადარჩენაში. როგორია ჩვენი საკლასო ოთახი  სუფთა თუ დანაგვიანებული? გსიამოვნებთ ასეთ საკლასო  ოთახში ყოფნა? როგორ მოიქცევი თუ დაინახავ რომ შენი მეგობარი ძირს ნაყინის ქაღალდს აგდებს?რომელი გარემოა შენთვის მიმზიდველი?ბავშვებს მივეცი დავალება რომ  მოიფიქრონ რა პრობლემის წინაშე დგას ჩვენი ბუნება ? როგორ დავეხმაროთ მას?როგორ გავუფრთხილდეთ ტყეს და მის ბინადრებს?
პროექტის მიზნები
მოსწავლეებმა უნდა  გააცნობიერონ რა  საშიშროებას უქმნის დანაგვიანება ბუნებას და ადამიანს.
მონაწილეთა ასაკი;
8-9  წელი.
ვადები /ხანგრძლივობა:
ორი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც  შეიძლება შეიქმნას:
შედეგი მიღწეული  იქნება თუ მოსწავლე  დაიცავს ბუნებრივ გარემოში საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსების წესებს.აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ბუნების გამწვანებაში.შექმნილია ბლოგი სადაც განთავსდება მოსწავლეების მიერ მოპოვებული ინფორმაციები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ცოცხი; ნიჩაბი; სანაგვე ურნა;ფოტოაპარატი;კომპიუტერი;კალამი.

პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
ბავშვებს მივაწოდე  მათთვის საინტერესო რამდენიმე თემა.მათ ამოირჩიეს ყველაზე  აქტუალური და საინტერესო  თემა.დანაგვიანებული გარემო.ჩამოვაყალიბეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა რა პრობლემის წინაშე  დგას ჩვენი ბუნება?როგირ დავეხმაროთ მას?როგორ  გავუფრთხილდეთ ტყეს და მის ბინადრებს/?როგორ დავასუფთაოთ დაბინძურებული გარემო?ჩამოვაყალიბებ 2-ჯგუფს;ერთ ჯგუფს დაევალება პირველ და მეორე საკითხზე მუშაობა.მეორე ჯგუფს მესამე და მეოთხე საკითხზე მუშაობა.თითოეულ ჯგუფს ეყოლება ლიდერი და ლიდერები გააკეთებენ თავიანთი ჯგუფის დავალების პრეზენტაციას.
.მოსწავლეებს შევაფასებ შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიხედვით. როგორ გაართვეს თავი მიცემულ დავალებას. რამდენად საინტერესო პრეზენტაციას წარმოადგენენ.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტი პირველ რიგში კავშირშია ისტ-ის საგნებთან,რადგან  ბავშვები კომპიუტერის საშუალებით მოიძიებენ დამატებით ინფორმაციას თემის ირგვლივ.მას აქვს კავშირი  ხელოვნებასთან  დახატავენ.შრომასთან დარგავენ ახალ ნარგავებს.
ბუნ.IV.11.მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა. იცავს ბუნებაში საყოფაცხოვრებო  ნარჩენების განთავსების წესს.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):გიული ზურაბიანი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:giulizurabiani@gmail.com.
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:giulizurabiani.blogspot.com.